ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს – 21:45 საათიდან 22:39 საათამდე. ამ ინტერვალში ყურადღება ადვილად სუსტდება, რაც შეიძლება ტრავმებისა და გაუფრთხილებლობის მიზეზი გახდეს. ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – გუშინდელი მთვარის დაბნელების შემდეგ კვლავ მაღალია პროვოკაციების ალბათობა. მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ ემოციები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
დღეს ცის კაბადონზე აღსანიშნავია პლანეტა სატურნისა და ფიქსირებული ვარსკვლავ Scheat-ის (შეატი) ენერგიათა შეერთება. ეს კომბინაცია ასუსტებს ნებისყოფას და შესაძლოა უახლოეს ექვს თვეში შექმნას სერიოზული საფრთხეები – წყალდიდობები, ხანძრები და ფინანსური კრიზისები. ამასთან ერთად, დაბნელების მმართველი პლანეტა ნეპტუნის ენერგიის შეხამება ფიქსირებული ვარსკვლავ Deneb Kaitos-ის (დენებ კაიტოსი) გავლენასთან იწვევს ემოციური სირთულეების გამწვავებას, უკონტროლო რეაქციებსა და კრიზისულ ვითარებებს. ამ ენერგიების გადასალახად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება და მედიტაცია.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენცია – დღევანდელი დღე მოჭარბებული ენერგიების მატარებელია. მატულობს ინტუიცია, თუმცა არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, სესხის აღება ან გაცემა. თავი შეიკავეთ დაპირებების მიცემისა და კამათისგან. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებსა და საიდუმლო ურთიერთობებს – დღეს მალული საკითხები ადვილად გამჟღავნება და შეიძლება კონფლიქტების მიზეზად იქცეს. დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, მხედველობა და ტერფების ზონა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და შეშუპება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვების და სასმელის ხარისხს.
დღის მინერალები – მინერალებიდან სასარგებლოა გიშერი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი და ამეთვისტო, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს კოსმიურ ენერგიებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია იისფერი, ყვითელი, თეთრი, ფირუზისფერი და მწვანე ტონალობები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნისთვის, ხოლო შედარებით დაძაბული ლომების, სასწორების, მშვილდოსნების და მერწყულებისათვის.