მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:53-დან 15:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გაურკვევლობის შემთხვევაში ისარგებლეთ პაუზით, რათა უკეთ გაერკვეთ მიმდინარე მოვლენებში.
მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და მოტყუების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის, სავაჭრო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, კუჭს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, ზურმუხტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.