9 აგვისტო დატვირთულია ძლიერი ასტროლოგიური ენერგიებით – დილიდან 11:56 საათიდან გვიან ღამემდე მთვარე იქნება მიმართულებადაკარგული, რაც განსაკუთრებით ამცირებს ყურადღებასა და კონცენტრაციას. ამ დროს იზრდება უყურადღებობის გამო ტრავმებისა და სხვა არასასიამოვნო შემთხვევების ალბათობა, ამიტომ გზაზე მოძრაობისას მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის.
ამავდროულად, დღე გეომაგნიტურად აქტიურია, რაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას მეტ დატვირთვას აყენებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, წნევის ცვლილება, ამიტომ დროულად იზრუნეთ წნევის კონტროლზე და საჭირო წამლების პროფილაქტიკაზე.
დღეს სავსემთვარეობაა ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე – მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება განსაკუთრებით ამძაფრებს კონფლიქტურ ფონს. მოსალოდნელია დაძაბულობა, ცდუნებები, შეცდომები, ტრავმული და ავარიული ტენდენციები. იზრდება აგრესიისა და დეპრესიის გამოვლენის რისკი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, შეიკავეთ თავი ზედმეტი ეგოიზმისა და პრეტენზიულობისგან.
დღის რეკომენდაციები – დღე უკეთესია მშვიდად გაატაროთ. ერიდეთ მნიშვნელოვან საქმეებსა და ახალ წამოწყებებს – დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, შედეგი სასურველი არ იქნება. მეტი დრო დაუთმეთ სიმშვიდეს, ლოცვას, პატიებას და შინაგან განწმენდას. დღესაც განსაკუთრებით დაუცველები არიან ნერვული სისტემის მხრივ მერწყული, მორიელი და ლომი – მათთვის უმჯობესია სიტყვების და ემოციების მკაცრი კონტროლი, სტრესისგან თავის არიდება და ძალების მოზომილი ხარჯვა.
ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა და ვენების ზონა. ეცადეთ დიდხანს ფეხზე არ იდგეთ. სჯობს იმოძრაოთ მშვიდად და პერიოდულად დაისვენოთ. საკვებში სასურველია ხორცის შემცირება, ხოლო ფულის სესხება ან გასესხება არ გირჩევთ.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ შეძენა-გაყიდვას, დღის ენერგია ხელსაყრელი არ არის ფინანსური საკითხებისთვის. მეგობრულ წრეში გაითვალისწინეთ, რომ იუმორი შესაძლოა ყველა ერთნაირად ვერ აღიქვას – სჯობს მეტი ტაქტი და სიფრთხილე. საიდუმლოებს ნუ გაამხელთ, შესაძლოა, ისინი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასარგებლოა გამოიყენოთ გიშერი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და საფირონი. ფერებიდან კი დადებითად იმოქმედებს ყვითელი, ვარდისფერი, ნეონისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი – ისინი ხელს შეუწყობს თქვენს ემოციურ წონასწორობას და დადებით ენერგიას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომისთვის, მშვილდოსნისთვის და მერწყულისთვის. შედარებით რთული და დატვირთულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ნიშნებისთვის – მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მეტი სიფრთხილე და სიმშვიდე.