მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:46-დან 17:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
თვის ბოლომდე დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლის ფონზე მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა.
გაითვალისწინეთ, რომ დღეს გაცემული ნეგატივი, აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, მსხვილი კაპიტალისა და ინვესტიციების დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, მარილიანი საკვების და ტკბილეულის მიღებისგან. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ალერგიულ პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, თვალებს და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.