მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 18:58 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 26 ივნისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, ინტუიციას, იუმორის გრძნობას, რომანტიკულობას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, მეორე მხრივ, შინაგან კომპლექსებს, ეჭვებს და დეპრესიულობას გააძლიერებს.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ სარკაზმს და უმიზეზოდ ეჭვიანობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მგზავრობა და მოგზაურობა.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ინტიმური კონტაქტებისგან, რადგან მაღალია ვენერული დაავადებების ალბათობა. კარგი დღეა ენდოკრინული სისტემის, ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ. მოერიდეთ ხორციანი კერძების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ფირუზი, ტოპაზი, ობსიდიანი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.