LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2315
მიხეილ ცაგარელი

სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები, გაამახვილეთ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე, არ ღირს მეორეხარისხოვან პრობლემებზე დროის დაკარგვა. 

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან შერიგებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ალერგიული პროდუქტის და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.  

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ციფრი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი, ჟადეიტი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები