მზე დღეს იმყოფება სასწორის მშვიდობიან, სამართლიან და დიპლომატიურ ნიშანში, ხოლო მთვარე – კუროს ერთგულ, ორგანიზებულ და შეუპოვარ ნიშანში. ეს ასტროლოგიური ზეგავლენა დღის განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურებს კომპრომისს, სიმშვიდეს და პრაქტიკულ მიდგომას.
დღის რეკომენდაცია – სასურველია მოზომილი ტონი და ტაქტი. მოერიდეთ ყვირილს, განკითხვასა და კრიტიკას. საფულის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე დადებითად აისახება სადავო საკითხების მოგვარებაზე პარტნიორულ ურთიერთობებში.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია კრეატიული და სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისთვის. პოზიტიურია სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობის დასამყარებლად. ამასთან, დღე ხელსაყრელია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და კოსმეტიკის შეძენა. ნაყოფიერია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა, მგზავრობა და კულტურული ღონისძიებები. ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულება. დღეს არ არის სასურველი სარისკო მოქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ხალებისა და პაპილომების მოშორება, კისრის მკვეთრი მოძრაობები, ორპირ ქარში ყოფნა.
ჯანმრთელობა – დღე განსაკუთრებით ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (ფარისებრი ჯირკვლის ჩათვლით) და სწორი ნაწლავი.
დღის მინერალები და ფერები – აქატი, ზურმუხტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი, ტერაკოტისფერი გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე სასიკეთოა კუროს, კირჩხიბისა და მორიელისთვის.
შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.