LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1621
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:00-დან 21:28 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის 26 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას, ორგანიზებულობას და პრაგმატულობას, მეორეს მხრივ, კრიტიკულობას, პირდაპირობას და სიჯიუტეს გააძლიერებს.

შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომლის წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ.

არ აჰყვეთ სხვათა რჩევებს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვის და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი დღეა ყელ-ყურის და თირკმელების სამკურნალოდ, არ ღირს რენტგენისა და სხივური თერაპიის კურსის ჩატარება. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ყვითელი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები