LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4162
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა და საერთო დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და სიმშვიდის შენარჩუნება.

დღის რეკომენდაციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობისთვის, ტექნიკასთან კონტაქტისთვის, პატიებისა და შერიგებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შეინარჩუნეთ საკუთარი აზრი, თუმცა მოერიდეთ თვალების გადაღლას. მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და კამათის თავიდან აცილება.

ჯანმრთელობა – დღეს დადებითად იმოქმედებს თირკმელების, ყელის, ენდოკრინული სისტემისა და კანის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, სისხლძარღვები და გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტებისათვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ექსკურსიებისთვის. არ არის რეკომენდებული ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდებები და ხელშეკრულებების დადება. საჭიროა სხვათა უფლებების გათვალისწინება და საკუთარი ეგოიზმის დაძლევა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასარგებლოა ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა – მათი გამოყენება მოიზიდავს თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძებისთვის და ტყუპებისთვის, ხოლო შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები