LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1553
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:17-დან 09:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან დაბნელების დერეფნის შუალედური წერტილია. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა მოვლენებმა თქვენც სწრაფად და სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა საკამათო საკითხების განხილვისა და გადაჭრისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ავეჯის შეძენისა და შეკეთებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა და მორგება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა კუჭის სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის ჩანიშვნა. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები