LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი –

1909
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია კონფლიქტების, ინტრიგების და მოტყუების ალბათობა.

აუცილებლად შეასრულეთ დაპირება, რომელსაც დღეს გასცემთ.

მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

არ ღირს ფორიაქი და ყველა წვრილმანზე ნერვიულობა, უმჯობესია ობიექტურად, საღი გონებით შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

მამაკაცების საყურადღებოდ! მოუსმინეთ ქალბატონებს, რომლებიც დღეს თქვენზე პრაგმატულად შეძლებენ აზროვნებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, მინერალებითა და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს დიდხანს ფეხზე დგომა, უმჯობესია იაროთ და იაქტიუროთ. თავი შეიკავეთ დამამშვიდებელი და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები