LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

1670
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, უმჯობესია აკეთოთ საქმე ჩუმად, სხვების რჩევებისა და ჭკუის სწავლების გარეშე. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, გამოიჩინეთ მეტი გონებაგამჭრიახობა, რათა არ დაუშვათ შეცდომა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება. 

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ყელ-ყურის და თირკმელების სამკურნალოდ. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები