LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტური ტერფი

103
დიაბეტური ტერფი

ტერფის პათოლოგიებს შორის, საკმაოდ დიდი ადგილი, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ ტერფის პათოლოგიებს უჭირავს. დიაბეტური ტერფი არის ინფექცია, წყლული, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით, სისხლის მიმოქცევის მოშლითა და ნეიროპათიული მდგომარეობით. დიაბეტური ტერფის რამდენიმე ფორმა ასრებობს: ანგიოპათიური, რომელიც სისხლის მიმოქცევის დარღვევით, სისხლძარღვოვანი პრობლემით, არის გამოწვეული; ნეიროპათიული, რომელიც ნერვული დაბოლოების დაქვეითების შედეგად ვითარდება; შერეული ანუ კომბინირებული, ნეიროიშემიური ფორმა, რომელიც ორივე პრობლემას ერთად მოიცავს.

დიაბეტური წყლულის განვითარებასთან მრავალი ფაქტორი არის დაკავშირებული. ძირითადი გამომწვევი მიზეზია არასწორად მორგებული ფეხსაცმელი,  რომელიც მუდმივად აღიზიანებს კანს. 

თავდაპირველად შესაძლოა წარმოიქმნას ნაკაწრი, რომელსაც პაციენტი ვერ ამჩნევს. შემდგომ ეს  ნაკაწრი წარმოქმნის საკმაოდ ღრმა ჭრილობას და წყლულს. დაავადების გაჩენას ჰიპერგლიკემიის ხშირი ეპიზოდები უწყობს ხელს,რაც ქვემო კიდურებზე დაქვეითებულ მგრძნობელობას გულისხმობს.

დიაბეტური ტერფის სამკურნალოდ გამოიყენება: 
აპარატი, რომლის მეშვეობითაც დაზიანებულ არეალს ნეკროზული ქსოვილებისგან ვათავისუფლებთ; ასევე, სამკურნალო ჰიდრო გელები და პლასტირები.

მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და საუკეთესო შედეგს გვაძლევს. უახლესი აპარატურით შეგვიძლია  დავათვალიეროთ კანის ღრმა შრეები, დავგეგმოთ ეფექტური მკურნალობა და პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები