LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, გიღალატე, დაგეცეს მეხი!.. ორი ნიანგი იბრძვის ჩემ გამო, მე კი კობრა ვარ“ – გია სურამელაშვილის პირადი ისტორიები

103
5ebf312d-f815-435c-b61c-cc15f609e648

გია სურამელაშვილი ისრაელში იმყოფებოდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში და ახლახან დაბრუნდა საქართველოში: „სამი დღით წავედი და დავრჩი 20 დღით. არ შემიძლია, ჩემს მეგობრებს, ჩემს სიყვარულებს, რომლებმაც ხელის გულზე მატარეს, მადლობა არ გადავუხადო… გულით და სიყვარულით ვიყავი ისრაელის მიმართ, მაგრამ პანდემიის დროს ბევრჯერ ვერ წავედი და დიდი პერიოდი ვეღარ ჩავედი. ახლა რომ ჩავედი, სამი დღის ჩასული 20-25 დღე დამტოვეს…“

დღის პოსტთან“ საუბრისას მომღერალი აღნიშნავს, რომ მისი გულის დასაპყრობად ორი ადამიანი იბრძვის, ყოფილს კი უღალატა:

„მთელმა ქვეყანამ იეჭვიანა. დავიჯეროთ, იმას უღალატა და ვინმე ჰყავსო? დიახ, გიღალატე, დაგეცეს მეხი, დაგაყარე მიწა!.. ეს ორი ნიანგი, რაც მიკეთია, ნიშნავს ჩემი და მეორეს შემოფეთებას, ან ორი ნიანგი იბრძვის ჩემ გამო, მე კი კობრა ვარ. პირადში არაფერი ხდება, მივეჩვიე მარტო ყოფნას, კარგია, რომ არავინ არაფერს მიშლის, ალბათ, კვდება, ისე დაბერდა და მობერდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები