მომღერალი დიანა ღურწკაია ახალ ალბომს დათო კენჭიაშვილის სტუდიაში წერს. სიმღერებზე მუშაობა უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს. დისკში 15 ფოლკლორული სიმღერა შევა, მათ შორის იქნება დიანა ღურწკაიასა და დათო კენჭიაშვილის დუეტიც. მომღერლის ახალი ალბომის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება.
„მე, როგორც მომღერალი ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სიმღერებით მოვეფერო ჩემს ხალხს“ – განაცხადა დიანა ღურწკაიამ.
„ძალიან კარგი ოსტატური შესრულების მანერა აქვს დიანას, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს. აქტიურად არის ჩართული მუშაობის პროცესშიც, რაც ძალიან კარგია.“ – აცხადებს დათო კენჭიაშვილი.