LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიარეა

106
დიარეა

დიარეა, იგივე ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილითა და გახშირებული, თხელი კონსისტენციის დეფეკაციით. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა. მწვავე დიარეა რამდენიმე დღეს გრძელდება და გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციით. მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს:  ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა; კვებითმა მოწამვლამ, ანტიბიოტიკების მიღებამ; ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა; ციტომეგალოვირუსმა; ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ; ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ; სალმონელოზმა, ლამბლიოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ და სხვა. ქრონიკული დიარეა კი უფრო გახანგრძლივებულია და შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და მეტიც კი.

ქრონიკული დიარეა შეიძლება იყოს იმუნოდეფიციტის, ნაწლავის ჩხირის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებებისა და ენდოკრინული დარღვევების ნიშანი. დიარეა განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებში. დიარეის სამკურნალოდ არაერთი პრეპარატი არსებობს. მათი უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა და ინიშნება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის ან ინტრავენური რეჰიდრატაციის მოცულობა უნდა განსაზღვროს მკურნალმა ექიმმა, დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ საჭიროა: რეჰიდრატაციის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის მარილიანი ან ტკბილი სასმლით, დიარეით გამოწვეული სითხის დაკარგვის აღდგენის მიზნით (მოზრდილებში დღე-ღამეში წყლის მოთხოვნილება შეადგენს, საშუალოდ, 2 ლიტრს); საკვების მიღების უზრუნველყოფა დიარეის დროს: ზოგიერთი საკვების გამოკლებით, მაგალითად, უმი ბოსტნეული და ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე საკვები, ასევე გაყინული საკვები ან სასმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები