LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში მინდორში მიგდებული Ferrari იპოვეს

21

დიდ ბრიტანეთში Ferrari 488 GTB მინდორში მიტოვებული იპოვეს. გამოცემა Daily Star-ი ავტომობილის ფოტოს Twitter-ზე აქვეყნებს და წერს, რომ სუპერქარი ავარიის შემდეგ დატოვეს.  ავტომობილი ჰადერსფილდთან ახლოს აღმოაჩინეს, არ აქვს წინა ფრთა და გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ასევე, დაზიანებულია საკიდარი. სავარაუდოდ, სუპერქარმა გზაზე მართვა დაკარგა და მინდორზე გადაფრინდა.

რამდენი ხანია, რაც Ferrari მინდორშია, უცნობია. მისი ღირებულება ბრიტანეთის ბაზარზე 180 000 ფუნტი სტერლინგია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ დუბაის აეროპორტთან მდებარე პარკინგზე სუპერქარი Ferrari Enzo იპოვეს, რომელმაც ავტოსსადგომზე მთელი 20 თვე გაატარა. მისი მეპატრონე ბრიტანეთის მაცხოვრებელი იყო, რომელმაც ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი დიდი რაოდენობით ჯარიმის გამო მიატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები