რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი ქეთი ხუციშვილი სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „მხოლოდ შენთვის“ პრემიერა შედგა.
ქეთი, ვისაუბროთ სიმღერაზე „მხოლოდ შენთვის“.
ტექსტი ჩემს მიერ არის გადმოქართულებული, „ქავერია“. ეს სიმღერა ძალიან უყვარს ჩემი უახლოესი მეგობრის დედას და ამ ადამიანის პატივსაცემად გადმოვაქართულე. ძალიან ლამაზი გამოვიდა. სიმართლე რომ გითხრათ, ზოგადად, დიდად „ქავერების“ მოყვარული ადამიანი არ ვარ, მირჩევნია ჩემი დაწერილი სიმღერა ვიმღერო, მაგრამ თუ ახლობელს მოეწონა სიმღერა, არ შემიძლია დავიწყო პრანჭვა, რომ „ქავერებს“ არ ვწერ. რატომაც არა, ადამიანს მოეწონა, მთხოვა და შევქმენი. ეს სიმღერა ძალიან სულით და გულით არის შექმნილი, ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში. სიმღერაში მონაწილეობა მიიღო ხვიჩა მარდალეიშვილმაც.
რაიმე საღამოს ხომ არ გეგმავ?
კი როგორ არა, ვგეგმავ, უბრალოდ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზული ორგანიზება სჭირდება. საკუთარი ღონისძიება არასდროს გამიკეთებია, თუმცა გამაჩნია ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო.
ქეთი ხუციშვილი – მხოლოდ შენთვის
აუდიოჩანაწერი