LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

302
ნაძალადევის რაიონში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მთლიანად გაიამართება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა – ახლით იცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე მონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მარტში დაასრულებს, რის შემდეგაც სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს და ქუჩაზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები