LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენა“ და ცნობილი საუნდტრეკები – ვინ დატოვა პროექტი  

1489
დიდი სცენა
„რუსთავი 2“-ის მუსიკალური მეგაშოუ „დიდი სცენის“ შემდგომი ტური მსოფლიოში ცნობილი ფილმების საუნდტრეკებს დაეთმო. არაერთი პოპულარული მელოდია მოვისმინეთ განსხვავებული ინტერპრეტაციებით.
ჟიური, წინა ტურებთან შედარებით, ცოტა ლმობიერი იყო, ამიტომაც მეტ-ნაკლებად მაღალი ქულები და კარგი სიტყვები გაიმეტა მონაწილეებისთვის, რომელთა პროგრესი ჟიურის წევრების, ნატო მეტონიძის, ერეკლე დეისაძის, გიორგი ცაგარელისა და სალომე კორკოტაშვილის თქმით, აშკარაა, თუკი მათ წინა ტურებზე გამოსვლებს გავიხსენებთ.
 
ყველაზე რთული ეს ტური ქეთა ჭიჭინაძისთვის გამოდგა, რომელმაც ზურა მარგიშვილთან ერთად გახსნა კონცერტი, პროექტში ამ ორ მომღერალს შორის მაყურებელმა არჩევანი ქეთაზე გააკეთა, თუმცა ბოლოს ის მაინც აღმოჩნდა ორ აუტსაიდერში და კვლავ მოუწევს შემდეგ კონცერტზე პროექტში დასარჩენად ბრძოლა.
გთავაზობთ რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლას:
მარიამ ქაჯაია – Tomorrow Never Dies (James Bond)

ანანო ჩიტაიშვილი – I Say a Little Prayer (My Best Friend’s Wedding)

ირაკლი კაპანაძე – Unchained Melody (Ghost)

ლუკა ჩაკვეტაძე – Love Never Felt so Good (This is It)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები