LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ბილანი შეყვარებულს შეხვდა

56

რუსეთში ყოველწლიურად იმართება ”ოქროს გრამაფონი”  და როგორც ირკვევა, წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი დიმა ბილანის  მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება. რატომ? იმიტომ, რომ ის თავის შეყვარებულს სწორედ აქ შეხვდა.

როგორც ირკვევა, საქმე ეხება დიმა ბილანის დიდი ხნის გულშემატკივარ ალიონას, რომელიც წლების განმავლობაში უგზავნიდა მომღერალს საკუთარ სიმღერებს და თავს დიმა ბილანის მეორე ნახევრას უწოდებდა.

თავდაპირველად რუსმა მომღერალმა გოგონა ჩეულებრივ ფანად მიიჩნია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა. მომღერალმა გოგონას რამდენიმე შეტყობინებაზეც უპასუხა. თუმცა, სავარაუდოდ ისინი სერიოზულ ურთიერთობას ჯერ არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები