LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დინამომ” ბოდიში მოიხადა

109
120105232-3319411061468270-5346000920121720610-o

თბილისის “დინამოს” სამარცხვინო წაგებას ფარერებზე იქაურ ნახევრადპროფესიულ “კლაკსვიკთან” დიდი ამბავი მოყვა საქართველოში. 1:6 – ასეთი ანგარიშით “დინამო” არ უნდა აგებდეს, თან ვისთან. უარყოფითი კომენტარები მოყვა როგორც გულშემატკივრების მხრიდან, ასევე ცნობილი ადამიანების მხრიდანაც. მათ შორის “დინამო” და მისი პრეზიდენტი გააკრიტიკა კახა კალაძემაც. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ “დინამოს” ბოდიშის მოხდა მოუწია. კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აგერ “დინამოს” ეს ბოდიში:

 

გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია.

 

 

ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში… – კალაძემ “დინამო” და ფიფია გააკრიტიკა

გაყარეთ ყანებში ეგ სამარცხვინოები: გინებაც მომბეზრდა უკვე ამათი – თბილისის “დინამომ” გულშემატკივრები გააცოფა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები