LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ ქართულად წააგო: კარგად ვითამაშეთ, ცუდად დავამთავრეთ (ვიდეო)

26

თბილისის ”დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველი მატჩი ზაგრებში, ადგილობრივ ”დინამოსთან” 0:2 დათმო და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაირთულა. არადა, ”მაქსიმირის” სტადიონზე ისეთი თამაში იყო, ფრის წამოღება თავისუფლად შეიძლებოდა. თუმცა უფრო მეტად უფრო გამოცდილ ხორვატებს გაუმართლდათ, როდესაც სამ წუთში ორი გოლი გაგვიტანეს და კომფორტული სხვაობა შეიქმნეს.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მე-40 წუთზე მოახერხეს. გოლი სუდანმა გაიტანა. ორ წუთში ზაგრებელებმა მეორეც გაიტანეს. ზუსტი დარტყმა ანტე ჩორიჩის (პირველ გოლში საგოლე პასი მისია) ანგარიშზეა.
54-ე წუთზე თბილისელებმა სახიფათოდ შეუტიეს. ლადო დვალიშვილმა იყოჩაღა, რომელიც საჯარიმოს კუთხესთან აკრძალული ილეთით შეაჩერეს. ჯარიმა დინამომ სწრაფად გაითამაშა, გელაშვილმა კი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან და ბურთი საკმაო მანძილით აცდა კარს. ჩვენებმა შეტევებს უმატეს, მაგრამ აქტიურობას შედეგი არ მოყოლია. შეხვედრის ბოლოს კი აქეთ გაგვიმართლდა, რომ მესამე გოლიც არ მივიღეთ.

საპასუხო შეხვედრა თბილისში, ”დინამო არენაზე” 2 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

დინამო ზაგრები 2:0 დინამო თბილისი
გოლი: 1:0 სუდანი 40’ 2:0 ჩორიჩი 42’
გაფრთხილება: სიგალი 37’

დინამო ზაგრები: ედუარდუ, სტოიანოვიჩი, სუდანი, ანტოლიჩი (c), რიკარდუ მაშადუ (ჟუნიორი), ჰოჯიჩი (ჟონასი 62), პივარიჩი, სიგალი, როგი, ბენკოვიჩი, ჩორიჩი (ანხელო ენრიკესი 74)

დინამო თბილისი: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი (c), ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (კურიე 56), კიტეიშვილი (გელაშვილი 46), დვალიშვილი (ცინცაძე 78)

მსაჯი: ბობი მადენი (შოტლანდია)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები