თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. ის სლოვაკური ტრნავის “სპარტაკის” ექსდამრიგებელი იურაი იარაბეკია, რომელიც საქართველოს მთავარ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს.
იარაბეკი თან ყოფილ ასისტენტებს – მილან ივანკას და ბრანისლავ მრაზს წამოიყვანს და თბილისურ კლუბში გია გეგუჩაძეს ჩაანაცვლებს.
“დინამოსგან” წინადადება წლის დასაწყისში მივიღე, თბილისში ჩავედი, სიტუაციას დავაკვირდი და შეთანხმებას მალე მივაღწიეთ. “დინამო” დიადი კლუბია სახელოვანი ისტორიით, რომელსაც 1980-81 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასი მოიგო.
ჩემთან კონტაქტზე“ზესტაფონის” ყოფილი მენეჯერი გამოვიდა, ამ კლუბს ევროპის ლიგაზე ვეთამაშეთ. მან როდესაც გაიგო, რომ “სპარტაკთან” კონტრაქტი გავწყვიტე, დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა”, – განუცხადა იარაბეკმა “სპარტაკის” ოფიციალურ ტელევიზიას.