LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს შეუძლია: დღეს ზაგრებში ლიგის გზა უნდა გამოჩნდეს (ვიდეო)

32

თბილისის ”დინამო” ზაგრებშია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება ადგილობრივ ”დინამოსთან”.
თბილისის დროით 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრაა.

ჩვენი ”დინამო” ზაგრებში სასტუმრო Double Tree by HILTON- ში ცხოვრობს. ”მაქსიმირის” სტადიონზე წინასამატჩო ვარჯიშამდე პრესკონფერენცია ჩატარდა.
ჟურნალისტების კითხვებს ”დინამოს” სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა და ჩვენი გუნდის ხორვატმა მცველმა მატია შპიჩიჩმა უპასუხეს.

იარაბეკის აზრით თბილისელებს სტუმრად გასამართ მატჩში გოლის გატანის შანსი ექნებათ. შპიჩიჩი კი ფიქრობს, რომ „დინამოს“ ამ ეტაპის დაძლევა შეუძლია.

მატჩს შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის ბობი მადენი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები