LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Disney 7000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

118
rawImage

Disney სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების მასშტაბურ კამპანიას იწყებს. როგორც ცნობილია სამსახურის გარეშე 7000-მდე ადამიანი დარჩება და მათ კომპანია რამდენიმე კვირის განმავლობაში ეტაპობრივად დაუკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

რესტრუქტურიზაციის ახალი სტრატეგიის მიზეზი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები გახდა. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით კომპანია 5,5 მილიარდი დოლარის დაზოგვას შეძლებს.

საინტერესოა, რომ Disney-ს 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით 220 000 თანამშრომელი ჰყავდა და მათგან დაახლოებით 166 000 აშშ-ში იყო დასაქმებული. 7000 ადამიანის წილი კი გლობალური სამუშაო ძალის 3%-ს თუ შეადგენს.

არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს და ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები