LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისპენსია

116
დისპენსია

საჭმლის მონელების მოშლა იგივე დისპენსია, სიმპტომების ერთობლიობაა, რომლებშიც შედის მუცლის ტკივილი და დანაყრების შეგრძნება ჭამის დაწყებისთანავე. საჭმლის მონელების მოშლის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს დროდადრო ან ყოველდღიურად. დისპენსია, რომელიც არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, მარტივი სამკურნალოა ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტებით. საჭმლის მონელების მოშლა ბევრი მიზეზით შეიძლება განვითარდეს. ხშირად იგი დაკავშირებულია ცხოვრების წესთან და შეიძლება უარესდებოდეს გარკვეული საკვების, სასმლის ან წამლის მიღების შემდეგ. ხშირი მიზეზებია: ცხიმიანი ან ცხარე საკვები; გადამეტებული კვება ან ძალიან სწრაფად კვება; ჭარბი კოფეინი, ალკოჰოლი, შოკოლადი და გაზიანი სასმელი; ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი და რკინის დანამატი; მოწევა; შფოთვა.

დისპენსია შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა  პათოლოგიამ. გასტრიტი; პეპტიური წყლული; ნაღვლის ბუშტის კენჭები; ყაბზობა; პანკრეასის ანთება; ცელიაკია; სისხლის მიმოქცევის შემცირება ნაწლავებში.

დისპენსიის მქონე პაციენტებში შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: ჭამის დროს სწრაფად დანაყრება; შემაწუხებელი სისავსის გრძნობა ჭამის შემდეგ; დისკომფორტი ან წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, შებერილობა მუცლის ზედა ნაწილში; გულისრევა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები