LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერებმა 2017 წლის Spyker-ის ახალი ვერსია წარმოადგინეს 

116
1428x1428 (1)

ლუქსემბურგში დაფუძნებულმა დიზაინ-ატელიემ Milan Morady-მ და ნიდერლანდელმა Spyker-ის სუპერქარების რესტავრატორმა იასპერ დენ დოპერმა საზოგადოებას წარუდგინეს ლეგენდარული Spyker C8 Aileron-ის სპეციალური ვერსია – LM85.

ავტორების განცხადებით, ეს არის პირველი სრულად ფუნქციური და რეალურად მოძრავი C8 Aileron LM85, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია Spyker-მა მსგავსი სპეციალური სერია ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა, თუმცა წარმოებაში არასდროს გაუშვია.

Spyker გეგმავდა მხოლოდ სამი ეგზემპლარის გამოშვებას, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ექსკლუზიური დიზაინერული ცვლილებებით, რაც უნდა გამხდარიყო C8 Aileron-ის წარმოების დასრულების სიმბოლო. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ეს გეგმა არასდროს განხორციელდა. წარმოდგენილი ავტომობილი კი სრულად შეესაბამება იმ დროინდელ სპეციფიკაციებს – მათ შორის ფერთა სქემასაც, რომელიც Spyker-ის სარბოლო ლივრეებით იყო შთაგონებული.

ტექნიკური მახასიათებლები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილი აღჭურვილია V8 ძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით. 2017 წელს Spyker აცხადებდა, რომ LM85-ს უნდა მიეღო Audi-ს 4.2-ლიტრიანი V8 ძრავა, დაახლოებით 532 ცხენის ძალით, რომელიც ავტომატურ კოლოფთან იქნებოდა შეწყვილებული, თუმცა ამ კონკრეტულ ეგზემპლარში კონფიგურაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს.

გამოცემა CarBuzz წერს, რომ Milan Morady-ს აქვს წვდომა Spyker-ის ორიგინალური სათადარიგო ნაწილების მარაგზე, რაც მომავალში კლიენტებისთვის არსებული შასების მოდიფიკაციას შესაძლებელს გახდის. უფრო მეტიც, დიზაინერებს ამბიციური გეგმაც აქვთ – Spyker D8 Peking-to-Paris-ის კონცეპტის სრულფასოვან, მოძრავ პროტოტიპად გადაქცევა. აღნიშნული სუპერ კროსოვერი პირველად 2006 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა სერიულ წარმოებამდე არასდროს მისულა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეხვდებიან ამ ინიციატივებს Spyker-ის ბრენდის ამჟამინდელი უფლებების მფლობელები. გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა ვიქტორ მიულერმა შეძლო Spyker-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაბრუნება და ბრენდის აღორძინებას გეგმავს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ძველი მოდელების წარმოების გაგრძელებას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები