LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტოსალონის ყველაზე ძვირადღირებილი ავტომობილები

55

ცოტა ხნის წინ ჟენევის ავტოსალონზე რამდენიმე უჩვეულო კონცეპტისა და ძვირადღირებული ავტომობილის ჩვენება შედგა, რომლებიც ლიმიტირებული ტირაჟით გამოვლენ. ჩვენს რეიტინგში, სწორედ ასეთი ავტომობილები შედიან.

ავტოსალონს 1622 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი Hennessey Venom F5 ესწრებოდა, რომელიც მხოლოდ 24 ერთეული აიწყობა. ერთი ეგზემპლარის ღირებულება 1 600 000 დოლარია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 484 კმ/საათია.

მეორე ადგილი დანიურ ჰიპერქარს Zenvo TSR-S-ს ერგო, რომელიც საერთო სარგებლობის გზებისთვის არის გადაწყობილი. ის 5,8 ლიტრის მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 1193 ცხენის ძალაა. მისი შეძენა 1,8 მილიონი დოლარი ჯდება. ავტომობილ პირველ ას კილომეტრს 2,8 წამში ავითარებს.

შემდეგი შვედური ჰიპერქარი Koenigsegg Regera გახლავთ, რომლის ღირებულებაც 2 000 000 დოლარია. კაპოტ ქვეშ მას 1 500 ცხენის ძალის მქონე ძრავი აქვს და ის დედამიწაზე უსწრაფესი ავტომობილია.

ასევე, ჟენევაში Italdesign Zerouno Duerta-ც იმყოფებოდა, რომელიც 2 300 000 დოლარი ღირს და Bugatti Chiron Sport, რომლის ღირებულებაც 3 300 000 დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილ ავტომობილებს შორის Fenyr Supersport-ია, რომელიც 3 400 000 დოლარი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები