იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Ferrari სოც-ქსელის მეშვეობით განახლებული სუპერქარის FF2017-ის დამაინტრიგებელი სურათები გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალი მოდელის პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ განახლებული სუპერქარი Ferrari FF ახალი წინა და უკანა ტუჩით იქნება წარმოდგენილი, რასაც ემატება კარბონის სახურავი და აეროდინამიკული ელემენტებიც. გარდა ამისა, ცვლილებები შევა სამართავ პანელშიც, რომელიც დიოდური სისტემი განათებით მოეწყობა.
რაც შეეხება ძრავს, 2017 წლის FF-ში მოთავსებული იქნება მოდერნიზებული 6.3 ლიტრიანი V12 ტიპის ატმოსფერული ძრავი, რომლის სიმლძავრეც 700 ცხენის ძალა იქნება.
ვიზუალური და ტექნიკური ცვლილებების გარდა, განახლებული სუპერქარი ახალ ინფორმაციულ სისტემასა და სხვა ინოვაციურ დეტალებსაც მიიღებს. დამატებითი დეტალები თებერვალში გასამართი ჟენევის ავტოშოუს შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ Ferrarri FF ოთხადგილიანი, ოთხივეწამყვანთვლიანი ავტომობილია, რომელიც გრან ტურიზმოს კლასში გადის. ავტომობილი პირველად 2011 წელს წარსდგა მომხმარებლების წინაშე.