LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ტბაზე მალე წყლის „მფრინავი“ ტაქსები გაჩნდება

48

ჟენევის ტბაზე სულ მალე „მფრინავი“ წყლის ტაქსები გაჩნდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის უახლესი ფორმა, რომელიც წესით პარიზში სენაზე უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდ მგზავრებს ჟენევაში მოემსახურება.

„მფრინავი“ ტაქსები, რომელთაც Sea Bubbles უწოდეს, ცნობილი ინჟინერის ალენ ტებოს ქმნილებაა და მათი შვეიცარიაში გამოცდის იდეაც სწორედ მას ეკუთვნის. საქმე ისაა, რომ ალენი ფრანგული მხარის ლოდინით ძალიან დაიღალა და სურს, რომ ტაქსები ქმედებაში ნახოს. გამოცემა „Le Matin”-ის ინფორმაციით, პარიზის ხელისუფლება პროექტის დასაფინანსებლად თანხებს ვერ პოულობდა, შვეიცარიამ კი ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა და წყლის ტრანსპორტი „ფრენას“ უახლოეს მომავალში დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები