LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟიურის აჭყლოპინებული წევრები“ და „პოლიტკორექტული ინტელექტუალები“ – „ნიჭიერის“ გამოხმაურებები გრძელდება

61

unnamedჟანა წითულაურის „ნიჭიერში“ გამოსვლას სოციალურ ქსელში მთელი დღეს ეხმაურებიან. მაყურებლის გაღიზიანება იმ ნომერმა გამოიწვია, რომლის შემდეგაც კონკურსანტს ჟიურის წევრებმა, წამყვანებმა  და საზოგადოების ნაწილმა დასცინეს.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო რობაქიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ნიჭიერით“ აღშფოთებულ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, მიმართონ ტელეარხის თვითრეგულირების მექანიზმს, რომელიც მოქალაქეების საჩივრებს განიხილავს. ნინო რობაქიძის თქმით, „რა იცით, იქნებ, მეორედ არ გაიმეორონ. იქნებ, მოხსნან კიდეც „ცუდი“ ჟიურის წევრები ეთერიდან. სცადეთ მაინც, მოახდინოთ გავლენა ერთხელ, ორჯერ, ასჯერიქნებ, გამოვიდეს?

თემის შესახებ მოსაზრება გამოთქვა გოგი გვახარიამაც: „მგონი, მხოლოდ ქართველ რეჟისორს შეუძლია ბახტინის ციტატებით ილაპარაკოს და მერე ადამიანს დასცინოს კოსტიუმირებული მასკარადის გამო“.

ჟურნალისტი ია ვეკუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს: „ეს გოგონა სულ თავისი ფეხით რომ იყოს მისული, ერთმნიშვნელოვანია, რომ არხმა ის სანახაობისა და გართობისთვის გამოიყენა, როგორც აქამდე არაერთი სხვა. სწორედ ამიტომაცაა დამნაშავე ისევე, როგორც ჟიურის აჭლოპინებული წევრები და ამ გადაცემის თითოეული ავტორი“.

ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს.

გამოხმაურებებს პასუხი ახლახან გასცა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და „ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა, ნიკა გვარამიამ:  

„ნიჭიერს“ აკრიტიკებს ხალხი, რომლებმაც ასე, საკუთარი ინიციატივით, ჯანმრთელი ადამიანი გიჟად გამოაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიდა, სისულელეები ილაპარაკა, ცუდად იმღერა და წავიდა. საოცარი ამბავია იმ ხალხისგან, ვისაც პარლამენტში მეჭიაური, ჯაჭვლიანი და თოფაძე ჰყავს არჩეული. ეს არის სწორედ ლინჩის წესი და ბრბოს ფსიქოლოგია, რასაც ახლა თქვენ შვრებით, ძვირფასო პოზიორო პოლიტკორექტულო ინტელექტუალებო“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ჟანა წითულაურის მეზობლის ვრცელი სტატუსი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჟანას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და „ნიჭიერში“ არა თავისი, არამედ ორგანიზატორების სურვილით მივიდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები