LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge Charge-მა Lamborghini-თან ნამდვილი რბოლა მოაწყო

88

პოლიციის Dodge Charge-მა Lamborghini-თან ნამდვილი რბოლა მოაწყო. სამსახურებრივი ავტომობილის სხვა დანიშნულებით გამოყენება ფლორიდის შტატის საგზაო პოლიციამ გადაწყვიტა. როგორც ტელეარხ “NBC2 News”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, სამართალდამცავები სპორტქარს ჩვეულებრივ ტრასაზე შეეჯიბრნენ. ვიდეო ქსელში მალევე გავრცელდა და შტატის პოლიციამ შიდა გამოძიებაც დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კადრებს უამრავი ავტომოყვარული გამოეხმაურა. სამართალდამცავები სიჩქარის გადაჭარბებას არავის პატიობენ, თავად კი ძალიან ცუდად იქცევიან. ამიტომ, მოსახლეობა სამართლიანობას ითხოვს. თუმცა, მანამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიციაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები