LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dongfeng-ის ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტი დაიწყებს მუშაობას

132
Dongfeng-ის ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტი დაიწყებს მუშაობას

ჩინური Dongfeng მანქანების ასაწყობად ანდროიდს დაიქირავებს. შესაბამის კონტრაქტს მწარმოებელმა ხელი უკვე მოაწერა. საწარმოში ადამიანის მსგავსი რობოტი Walker S დაიწყებს მუშაობას და სხვადასხვა დავალებებს შეასრულებს – იქნება ეს ხარისხის შემოწმება თუ სტიკერების დაკვრა.

გარდა ამისა, რობოტი შეამოწმებს უსაფრთხოების ღვედების ხარისხს, კარის საკეტებს, ძარის შედუღების სიზუსტეს დააკვირდება. ასევე, ის დამოუკიდებლად შეასრულებს გარკვეულ ფიზიკურ დავალებებსაც: მაგალითად, ჩაასხამს ძრავის ზეთს, დაიტანს ეტიკეტებს, იმუშავებს ელექტრონიკასთან.

Walker S – 1,7 მეტრის სიმაღლის რობოტია და პროპორციებით ძალიან ჰგავს ადამიანს. მას თითებში 41 სენსორი აქვს, რის გამოც ობიექტებთან თუ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უადვილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები