ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა დაადასტურა.
ზაფხულის მთავარი სატრანსფერო ისტორია დასრულდა.
”დადგა დრო მსოფლიომ გაიგოს. ჩემი შემდგომი მიმართულება – ”მანჩესტერ იუნაიტედი”, – დაწერა იბრამ.
34 წლის შვედი გოლიათის კონტრაქტი ერთ სეზონზეა გათვლილი. სავარაუდოდ, ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 263 ათასი ევრო იქნება.
იბრაჰიმოვიჩი ”წითელი ეშმაკუნების” მეორე შენაძენია. ივნისში ინლისურმა გრანდმა 22 წლის მცველი ერიკ ბაი დაიმატა. იბრამ წინა ოთხი სეზონი ფრანგულ პსჟ-ში გაატარა.