LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის ახალი რეკორდი: მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო – „Ciel Dubai Marina“

106
დუბაის ახალი რეკორდი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო - „Ciel Dubai Marina“

82-სართულიანი სასტუმრო დუბაიში 2025 წლის ნოემბერში გაიხსნება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი იქნება. ამის შესახებ დუბაის მთავრობამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

როგორც პოსტშია დაზუსტებული, ეს ობიექტი ქალაქის ახალ სიმბოლოდ იქცევა. კომპლექსი Dubai Marina-ს უბანში მდებარეობს და მისი სიმაღლე 377 მეტრს აღწევს.

სასტუმრო 1 042 ნომერს გააერთიანებს და მათგან 150 vip კლასის აპარტამენტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალი სასტუმროა ასევე დუბაიში აშენებული Gevora Hotel, რომლის სიმაღლე 356 მეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები