ყველამ კარგად იცის, რომ დუბაი მსოფლის უმდიდრეს ქალაქებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს. უმდიდრესი ინფრასტრუქტურა, ცხოვრების განსხვავებული სტილი, უმდიდრესი კლუბები, იახტები, საკუთარი კუნძულიც კი… ეს მხოლოდ ”ღირშესანიშნაობების” მცირედი ჩამონათვალია, რითაც დუბაი ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ასეთი ქალაქის მართვასაც შესაბამისი საავტომობილო ინფრასტრუქტურა სჭირდება, თუმცა ის სუპერ ავტომობილები, რომლებიც ქუჩებში პატრულირებენ, იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ საპატრულო ავტომობილი.
გთავაზობთ დუბაის პოლიციის ავტომობილებს:
Nissan GT-R
გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, იგი ერთადერთი წარმომადგენელია იაპონური ავტოინდუსტრიისა დუბაის პოლიციის ავტოფარეხში. ავტომობილი 545 ცხენის ძალით არის წარმოდგენილი, 3,2 წამში 100 კმ/სთ-ს ანვითარებს, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ეფექტურად დაედევნოს კანონდამრღვევს. ეს ავტომობილი დუბაის პოლიციამ 2013 წელს შეიძინა.
Ferrari FF
ეს მოდელი გამოსვლიდანვე კრიტიკის ქვეშ მოექცა ფერარის მოყვარულთა მხრიდან, სპორტულ ვიზუალისა და ძრავს შეჩვეული ადამიანები, უკმაყოფილონი დარჩნენ ოთხ კარიანი ფერარის ნახვით. თუმცა, ეს მოდელი, პირველი ავტომობილია რომელმაც ყველაზე სწრაფი ოთხკარიანი ავტომობილის ტიტული მოიპოვა. მისი თორმეტცილინდრიანი V12 ძრავი, ავტომობილს აძლევს საშუალებას 3,7 წამში 100 კმ/სთ განავითაროს.
Audi R8 V10
ეს ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4 წამში ანვითარებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მას აქვს 525 ცხენის ძალა, ისევე როგორც ”Lamborgini Gallardo”-ს. იგი აბსოლუტურად ”ლამბორჯინის” პროტოტიპია და, როგორც ყველა შვილმა, მანაც ყველაფერი საუკეთესო აიღო ”მშობლისაგან”. ძალიან ბევრი ამბობდა რომ ”აუდი ” არ იყო ისეთი მდიდრული მანქანა, როგორიც სხვა დანარჩენები, თუმცა ის ჯერ კიდევ თავმომწონედ მოღვაწეობს დუბაის პოლიციის რიგებში და არაფრად არ ჩამოუვარდება სხვა ავტომობილებს.
Mercedes – Benz Brabus G700
ეს ავტომობილი ინდუსტრიაში უკვე ლეგენდად არის აღიარებული. ის არის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ასევე ყველაზე სწრაფი ავტომობილი თავის კლასში. მისი ძრავი G63 563 ცხენის ძალით არის წარმოდგენილი. ამ ავტომობილს დუბაიში ძირითადად უგზოობაში იყენებენ. იმედია კარგად უფრთხილდებიან კიდეც ამ ლამაზმანს. წარმოიდგინეთ დამნაშავის სახე, როდესაც მას ”ბრაბუსით” გაეკიდებით…
Aston Martin One-77
მთელი მსოფლის მასშტაბით ეს ავტომობილი სულ 77 იქნა გამოშვებული და მხოლოდ ამის გამო ავტომობილის დასახელება უკვე ბევრს ნიშნავს. ერთ-ერთი კი დუბაის პოლიციის ავტოფარეხში ნებივრობს. ავტომობილი წარმოდგენილია თორმეტ ცილინდრიანი ძრავით, 750 ცხენის ძალით და შეუძლია 300 კმ/სთ მდე სიჩქარე განავითაროს. ამ ავტომობილმა ძალიან ბევრი ჯილდო მოიპოვა თავისი ექსტერიერისა და ინტერიერის გამო, სწორედ ამიტომ მისი ფასიც ისეთია, როგორიც დუბაის პოლიციის წლიური შემოსავალი.
Mercedes – Benz SLS AMG
ჩამონათვალის შუაგულში, ალბათ უკვე აღარავის გაუკვირდება რომ დუბაის პოლიციას ”Mercedes – Benz SLS AMG”-ც ყავს. მისი ძრავი წარმოდგენილია 539 ცხენის ძალით და 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,7 წამში ანვითარებს. გარდა ამისა, იგი საკმაოდ მანევრირებადია და დუბაის პოლიციის თანამშრომლებს ძალიან სიამოვნებთ ამ ავტომობილით ქალაქში პატრულირება.
Bentley Continental GT
კიდევ ერთი ძლიერი სახელი საავტომობილი ინდუსტრიაში და დუბაის ავტოფარეხში. სავარაუდოდ არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს ბენტლით მოძრაობა ქალაქში როცა იცი რომ იქვეა ასტონ მარტინი და ფერარი, თუმცა არც ”Continental GT” ჩამოუვარდება რომელიმე სუპერ ავტომობილს თავისი ტრბინიანი ძრავით.
McLaren MP4 – 12C
როდესაც ეს ავტომობილი დუბაის პოლიციამ სუპერ ავტომობილების სიას მიამატა, ნათელი გახდა, რომ აღარ იციან ფული სად წაიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არც თუ ისე ცნობილია, მის შექმნაში საკმაოდ დიდი რესურსი ჩაიდო, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, მისი შექმნის პროცესში, გამოყენებული იქნა ”Formula 1”–ის სქემები და სისტემები.
Lamborgini Aventador
ავტომობილი, რომელზეც ოცნებობს ყველა ავტომოყვარული. თუ ერთხელ მაინც გითამაშიათ ვიდეოთამაშები ავტომობილებზე, თქვენი რჩეული აუცილებლად იქნებოდა იგი. ეს ავტომობილი ნამდვილი შედევრია ინდუსტრიაში, არა მარტო ვიზუალით, არამედ ძრავითაც. როგორც არ უნდა ეცადოთ, ალბათ ვერასდროს გაექცევით დუბაის პოლიციას თუ თქვენზე Aventadori ნადირობს.
Bugtti Veyron
ეს ავტომობილი, თავიდან ბოლომდე “Volkswagen”–ის ჯგუფს ეკუთვნის, რაც ძალიან ცუდად ჟღერს მანამ სანამ ამ ავტომობილში არ შეიხედებთ. BBC-მ მას საუკუნის ავტომობილი უწოდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ზე მეტია. ხოლო ძრავის ძალა, უდრის ორ V8 ძრავს. ეს ავტომობილი დუბაის პოლიციის ”Sportcars”-ის სიაში დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს.