LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბროვნიკის ცენტრში ყველა მანქანას აღარ შეუშვებენ

113
დუბროვნიკის ცენტრში ყველა მანქანას აღარ შეუშვებენ

ხორვატიაში, დუბროვნიკის ძველ ქალაქში 2025 წლიდან ტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. ეს ზომა გადამეტებულ ტურიზმთან ბრძოლის გზა უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ დუბროვნიკი ტურისტების რაოდენობით ევროპაში ლიდერია, თითო მაცხოვრებელზე ყველაზე მეტი – 27 ტურისტი მოდის.

ტურისტულ ავტობუსებს მოუწევთ, რომ ცენტრში შესვლის უფლება წინასწარ მიიღონ, უცხოელთა ავტომობილებს კი შესვლა საერთოდ აეკრძალებათ – სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ტურისტებს მანქანების პარკინგზე დატოვება და ღირსშესანიშნაობებამდე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოუწევთ.

9 ათასი საქალაქო ტაქსიდან ტერიტორიაზე გადაადგილებას მხოლოდ 700 შეძლებს.

შეზღუდვა არ გავრცელდება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე – ძველ ქალაქში მოძრაობას ისინი კვლავინდებურად შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები