მილანის დუომოს მილიონი მილიონი ევროს შუქებით გაანათებენ. ქალაქის ხელისუფლებამ ცენტრში 574 პროჟექტორი უკვე დაამონტაჟა და მათ სიახლოვეს დამატებით 196 განათება დაიდგმება.
ასოციაცია Veneranda Fabbric-მა, რომელიც კომპლექსის ტექნიკურ მომსახურებაზეა პასუხისმგებელი, მუნიციპალიტეტთან 4 წლიანი შეთანხმება გააფორმა და დუომოს გადანათება შემდეგი თვიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მილანის საკათედრო ტაძარი ქალაქის ცენტრის მთავარ მოედანზე მდებარეობს. ის იტალიში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მეოთხე საკათედრო ტაძარია და კომპლექსს ყოველდღიურად ასობით ვიზიტორი აკითხავს.