LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლებს სიტყვები ისევე ესმით, როგორც ადამიანებს – კვლევა

150
45TRIUHRWNDD7JHGJJXHP6RFPU

ძაღლებს არამხოლოდ სიტყვების დამახსოვრება, არამედ მათი მნიშვნელობის გაგებაც შეუძლიათ. ასეთ დასკვნამდე უნგრეთის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 18-მა ძაღლმა და მათმა მეპატრონეებმა მიიღეს. ძაღლების მფლობელებს სთხოვეს, მოეტანათ სახლიდან 5-5 ისეთი ნივთი, რომელსაც მათი ცხოველი კარგად ცნობდა. ძაღლებს ამ ნივთების სახელებს ეუბნებოდნენ და შემდეგ მათზე უთითებდნენ. ზოგჯერ პატრონები ძაღლებს სპეციალურად აბნევდნენ და ამა თუ იმ ნივთს არასწორი სახელით მოიხსენიებდნენ.

ექსპერიმენტის დროს მკვლევრები ძაღლის ტვინის აქტივობას იკვლევდნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ ძაღლის ტვინი სათამაშოების სწორ და არასწორ აღნიშვნაზე განსხვავებულად რეაგირებდა. ამასთან, აღმოჩნდა რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენად დიდი იყო ძაღლის სიტყვების მარაგი, წარმოსახვას ნაცნობი სიტყვის წარმოდგენა უპრობლემოდ შეეძლო. საინტერესოა, რომ ზუსტად ასე მუშაობს ადამიანის ტვინიც.

მეცნიერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ასეთი უნარი ძაღლებისა და ადამიანების გარდა სხვა ძუძუმწოვრებსაც ჰქონდეთ. მომავალში სპეციალისტები იმის დადგენას აპირებენ, თუ რატომ უჭირთ ცხოველებს სიტყვების სწავლა, თუკი მათი გონება ადამიანის გონების მსგავსად ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები