რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ პაატა გულიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ გადაცემაზე „ანეკდოტების შოუ“ ისაუბრა.
პაატა, ვისაუბროთ შენს ახალ გადაცემაზე „ანეკდოტების შოუ“.
თამაში იქნება ფულზე, ძალიან აზარტული გადაცემა იქნება. ადამიანებს, რომელთაც ამ მიმართულებით აქვთ ნიჭი და აქამდე ამ ყველაფერს უფასოდ აკეთებდნენ, შეუძლიათ, მობრძანდნენ „რუსთავი2“-ში და მოიგონ გარკვეული თანხა.
ბენდი თუ გეყოლება გადაცემაში?
არა, ამ შემთხვევაში ბენდი არ იქნება, ბენდს თავისი დანიშნულება აქვს, „ქსოვრელებს“ ასე ადვილად ვერ გავიმეტებ ყველა გადაცემისთვის. აბსოლუტურად სხვა ფორმატის გადაცემა იქნება. მე გახლავართ წამყვანი, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. გადაცემა სამი რაუნდისგან შედგება, პირველ რაუნდია – 50 ლარი, მეორე – 100 ლარი და მესამე რაუნდი – 200 ლარი.
ვინ არიან გადაცემის სცენარისტი?
იდეის ავტორი და პროდიუსერი მე ვარ, გადაცემის პროდიუსერია ასევე ნიკა რამიშვილი. ამ კონკრეტულ გადაცემას სცენარისტები ნაკლებად სჭირდება. სულ 4 კაციანი ჯგუფი ვართ, მე, ზაქრო ინწკირველი, კობა ბარათელი, ნიკა რამიშვილი, ერთად ვარჩევთ სტუმრებს. გადაცემა ყოველ კვირას, 21:00 საათზე გავა „რუსთავი2“-ის ეთერში. იმედი მაქვს, ისეთ განწყობას შევქმნით, რომ ოჯახებში მხიარულებამ დაისადგუროს.
გადაცემის ჩანაწერი: