მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად შეთავაზა „ბენფიკას“ 126 მლნ ევრო ფელიშისთვის. ამაზე მეტი მარტო ნეიმარის სანაცვლოდ გადაუხდიათ.
პსჟ მზადაა ნეიმარი „ბარსელონაში“ გაუშვას, მაგრამ დემბელე და ფულის დამატება უნდა.
„ბარსელონამ“ შეიძინა „ვალენსიას“ მეკარე ნეტო 26+9 მლნ ევროდ.
„რეალმა“ საგარეო ფორმა წარადგინა.
„ჩელსი“ კოვაჩიჩს გამოისყიდის „რეალიდან“ 50 მლნ ევროდ და პლუს ბონუსები.
ვიეირა დ ჯერარდი „ნიუკასლის“ მწვრთნელობის შორტ-ლისტში არიან.
„ინტერს“ სურს ლუკაკუს 2-წლიანი იჯარა 10 მილიონად და მერე 60 მლნ-ად გამოსყიდვის უფლება.
„იუვენტუსმა“ დე ლიგტის კონტრაქტი შეათანხმა. ფეხბურთელი წლიურად 12 მლნ ევროს მიიღებს.
„მილანი“ დონარუმას სანაცვლოდ 50 მლნ ევროს ითხოვს, პსჟ-მ გარიგებაში შესაძლოა არეოლა ჩართოს.
ედეგორს „სოსიედადში“ გადასვლა ურჩევნია, მაგრამ „რეალი“ ლევერკუზენში უშვებს ჩემპიონთა ლიგაში პრაქტიკის გამო.
უილფრიდ საა „არსენალში“ გადავიდოდა, მაგრამ „კრისტალ პალასი“ 80 მლნ ფუნტს ითხოვს.
სილესენი „ბარსელონადან“ „ვალენსიაში“ გადავიდა 35 მლნ ევროდ.