რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ჯაბა მესტვირიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „გამთლიანდება დღეს საქართველო“ წარუდგინა.
ჯაბა, რამდენად რთულია შენთვის საქართველოსგან შორს, სხვა ქვეყანაში ყოფნა?
ძალიან ძნელია იყო სხვა ქვეყანაში, მაგრამ არის რაღაც კონცერტები, გამოსვლები და ამიტომ მომიწია სხვადასხვა ქვეყნებში სიარული.
რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
რაც შეეხება სიმღერებს, ვწერ, აქტიურ ფაზაში ვარ.
მოგვიყევი სიმღერაზე „გამთლიანდება დღეს საქართველო“.
სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია. არანჟირება შოთიკო ბანძელაძემ გააკეთა. სიმღერა „Z studio“ -ში ჩაიწერა. იმედია, კარგი გამოვიდა. ორ ვარიანტად გავაკეთე ეს სიმღერა, მეორე ვარიანტს ჯერ არ ვასახელებ, შემდეგში აუცილებლად იქნება.
რატომ გადაწყვიტე ორი ვარიანტის გაკეთება?
ზოგადად, ეს სიმღერა რაღაც თემაზე დაიწერა და მერე გადავაკეთე და სულ სხვანაირი ჩავწერე. პირველი თემატიკა, რაც ჩავწერე, შევინახე და შემდეგ, უკვე იმ სიმღერის პრემიერას გავაკეთებ. მელოდია იგივეა, უბრალოდ, ტექსტია შეცვლილი.
ჯაბა მესტვირიშვილი – „გამთლიანდება დღეს საქართველო“
გადაცემის ჩანაწერი