შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული- მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია 10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და მათი გადაადგილება განხორციელდება თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის გავლით.