LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტები ევროპისთვის მზად არიან: ველით რიოს ლიცენზიებს

28

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატს ის დატვირთვაც აქვს, რომ შესაძლოა აქ ოლიმპიური საგზურები მოვიპოვოთ.

მწვრთნელებმა საოლიმპიადოდ არავინ დაასვენეს და ევროპირველობაზე საჭიდაოდ ყველა ლიდერს უხმეს. მათ გუნდური პირველობისთვის დამატებით ორი სარეზერვო მონაწილეც მიჰყავთ: გიორგი პაპუნაშვილი (81) და პაატა ღვინიაშვილი (90).

ყაზანში ოთხი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება. მათ შორის იქნებიან მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), რომლებიც ასევე იბრძვიან რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის.

ყაზანში პირადი პირველობა სამ დღეზეა გადანაწილებული, მეოთხე – 24 აპრილი კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

21 აპრილს პირადში ვაჟებიდან 60-66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. მეორე დღეს ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან კი მედლების მოპოვებას 63 და 70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან. დანარჩენები 23-ში გამოვლენ.

ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ. ვალერი ლპარტელიანი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მაიშვილი

ქალები
48 კგ. ოლგა ალადოშვილი
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები