LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოში ახალი პროტესტია: ქევხიშვილს სკამი გადაუგდეს და კარი აუჭედეს

26

ძიუდოს სამყაროში დაპირისპირება განახლდა და ძალიან მწვავედაც. როგორც ჩანს, მხარეები მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ და ახლა ახალ ხერხს მიმართეს.

სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვეზე მოისროლეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

ძიუდოისტების პროტესტი ფედერაციის შენობასთან დილიდან განახლდა. მათი მოთხოვნა უცვლელია: დავით ქევხიშვილის გადადგომა.

10 დღეა სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა, თუმცა ძიუდოისტები მას უნდობლობას უცხადებენ და შეხვედრის აზრს ვერ ხედავენ.

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, 20 დღეა აღარ ვარჯიშობენ და მათ მიმართ ყურადღება ნაკლებია.

უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ლეგიტიმურია, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო.

 

ნახეთ ასევე: ველოდებით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს: ყველაფრის ნორმალურ პროცესში გადატანა შესაძლებელია – როგორ წარიმართა ძიუდოს ყრილობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები