LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა

29

ძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა. წყლის ნაკადი ქალაქის შესასვლელში და სხვადასხვა უბანში მიედინება. ქალაქში შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილება. ძლიერი წვიმის გამო ქალაქის რამდენიმე უბანს ავარიულად გაეთიშა ელექტროენერგიაც. ადგილზე იმყოფებიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.