გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურში დორტმუნდის ”ბორუსია” ბუნდესლიგის დებიუტანტ ”ინგლოშტადტს” ესტუმრა და 4:0 გაანადგურა.
“დორტმუნდი” ჩვეულ სტილში, პირველივე წუთებიდან დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ პირველ ტაიმში ტუხელის შეგირდებმა გოლის გატან ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათიოდე წუთში მატიას გინტერმა გახსნა ანგარიში, 5 წუთში როისმაც შეაგდო, შემდეგ კაგავამ, შეხვედრას წერტილი კი ობამეიანგმა დაუსვა.
”ბორუსია” ბუნდესლიგაში მეორე ტურის შემდეგ პირველ პოზიციას იკავებს.
ტომას ტუხელის თავკაცობით ”დორტმუნდმა” უკვე 6 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა, ისიც ერთ შეხვედრაში, რომელიც ”ბორუსიამ” მაინც მოიგო.
დორტუნდელები შემდეგ ტურში შინ ბერლინის ”ჰერტას” მიიღებენ.
გთავაზობთ გერმანიის ჩემპიონატის მატჩების შედეგებს.
კიოლნი – ვოლფსბურგი 1:1
ჰოფენჰაიმი – ბაიერნი 1:2
შალკე – დარმშტადტი 1:1
აინტრახტი – აუგსბურგი 1:1
ჰანოვერი – ლევერკუზენი 0:1
ჰამბურგი – შტუტგარტი 3:2
ჰერტა – ვერდერი 1:1
გლადბახი-მაინცი 1:2