LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტეში 2000 წლის წინ ჩაძირული ქალაქის ნაწილები წყლიდან ამოიტანეს

110
4731

ალექსანდრიის სანაპიროსთან, აბუ ქირის ყურეში, წყალქვეშ აღმოჩენილია 2000 წლის ნაგებობები, არტეფაქტები და უძველესი ნავსადგური, რომელიც შესაძლოა ძველი ქალაქის – კანოპუსის ნაწილი იყოს.

The Guardian-ის ინფორმაციით, კანოპუსი ეგვიპტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო პტოლემეების დინასტიის დროს და შემდგომ რომის იმპერიის პერიოდში (დაახლოებით 600 წლის განმავლობაში). დროთა განმავლობაში მიწისძვრებმა და ზღვის დონის მატებამ ქალაქი და მეზობელი ნავსადგური – ჰერაკლიონი – წყლის ქვეშ ჩაძირა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოიღეს მყვინთავების დახმარებით წყლიდან უძველესი ქანდაკებები, რომლებიც შემდეგ ამწეებით ნაპირზე გადაიტანეს.
ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა, შერიფ ფათჰიმ, აღნიშნა:

„ბევრი რამ წყალქვეშ რჩება, მაგრამ ამოსატანია მხოლოდ ის, რაც მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევა. დანარჩენი, ჩვენი წყალქვეშა მემკვიდრეობის ნაწილად დარჩება.“

აღმოჩენებში შედის კირქვის შენობები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა როგორც სალოცავები, საცხოვრებელი ან სავაჭრო და სამრეწველო ობიექტები. ასევე ნაპოვნია წყლის რეზერვუარები და ქვის აუზები, რომლებიც საყოფაცხოვრებო წყლის შესანახად და თევზის მოსაშენებლად გამოიყენებოდა.

მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორისაა ფარაონთა ქანდაკებები და სფინქსები რომაული პერიოდიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები