ეიფელის კოშკის გარშემო ანტიტერორისტული კედელი აღმართეს. იმისათვის, რომ პარიზის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა ტერორისტებისგან დაიცვან, მის სიახლოვეს ტყვიაგაუმტარი, 6,5 სანტიმეტრი სისქის, გამჭირვალე მინის კედელი დადგეს. კედელი ეიფელს არამხოლოდ ტვიისგან იცავს, არამედ ავტომობილის დარტყმის ატანაც შეუძლია. გარდა მინის კედლისა, კოშკის ორ მხარეს 3,24 მეტრის სიმაღლის ფოლადის ღობის აღმართვაც დაიწყეს და სამუშაოები ივლისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. ხოლო იმისათვის, რომ ტურისტებმა პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან მისვლა შეძლონ, მეტალოდეტექტორისა და დაცვის სამსახურის გავლა მოუწევთ.